რუსული მედია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გარშემო
რუსეთის ინტერესი საქართველოს მიმართ ტერიტორიული დავით არ შემოიფარგლება. რა თქმა უნდა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები რუსული მედიასაშუალებების გაშუქების არეალშიც მოხვდა და სხვადასხვა შეფასებაც დაიდო. ჰიმბრიდული ომის ერთ-ერთი კომპონენტი მედიით გადაცემული ინფორმაციით მანიპულაციას ეხება, რასაც რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით იყენებს.
რუსული გამოცემებისა და ტელევიზიების მრავალრიცხოვნების გამო, შევეცადეთ თვალი გვედევნებინა სამთავრობო და პროსახელისუფლებო მედიებისთვის და გამოგვევლინა ტენდენციები, თუ რაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
ტელევიზია
რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, პერვი კანალის ეთერში საქართველოს არჩევნებს ერთადერთხელ დაეთმო დრო, 20-წამიანი კადრ-სინქრონის სახით, რომელშიც ქართული ოცნების გამარჯვებისა და ოპოზიციის პროტესტის გარდა არაფერი იყო ნათქვამი. საარჩევნო ამბები ვერ მოხვდა რასია 1-ის ეთერში, თუმცა აფხაზეთში მანდარის კრეფის სეზონზე დრო არ დანანებიათ.
ოპოზიციის პროტესტი გაშუქდა Russia Today-ში. აღსანიშნავია, რომ კრემლის მიერ კონტროლირებადი ტელევიზია ბალტიისპირეთის ქვეყნებში დაბლოკილია. ოპოზიციის დამარცხებაზე Russia Today-ს ცალკე სტატია აქვს მიძღვნილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ საზოგადოების "რადიკალიზაციაზიის" მცდელობაზეა. გარდა ამისა, კრემლისტურ გამოცემასთან ორი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმების ფალსიფიკაციას ადგილი არ ჰქონია და არსებული შედეგები ხალხის განწყობას ემთხვევა.
ონლაინ მედია
ტელევიზიებისგან განსხვავებით რუსულმა ონლაინ საინფორმაციო სააგენტოებმა საქართველოს არჩევნებს უფრო დიდი ყურადღება დაუთმეს.
პროსახელისუფლებო ახალი ამბების სააგენტო RIA აშუქებდა როგორც პირველი პირების ხმის მიცემის პროცესს, ისე ოპოზიციის პროტესტსა და აქტივისტების დაკავებას. გამოცემა ცალკე მასალას უთმობს ნინო ბურჯანაძის პარტიას და აღნიშნავს, რომ ის პარლამენტში ვერ შედის. ნიუსში ნათქვამია, რომ ბურჯანაძე მოსკოვთან დიალოგის მომხრეა, რომელმაც რუსეთს უწოდა "მეზობელი დიდი გავლენით".
კიდევ ერთი საარჩევნო მასალა ამჯერად ზუგდიდის ბანკის ძარცვაში ბრალდებულ ბადრი ესებუას და მისთვის ხმის მიცემას ეხება. როგორც RIA აღნიშნავს, ერთ-ერთმა მოქალაქემ არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი და ბიულეტენში ხელით ბადრი ესებუა ჩაწერა.
საპარლამენტო არჩევნებზე მოვლენათა განვითარებას მიჰყვებოდა სახელმწიფო გამოცემა TASS. მათ ცალკე ამბად გამოყვეს, რომ საპარლამენტო არჩევნების დღეს საქართველოში სისხლის სამართლის 12 საქმე აღიძრა.
პრო-კრემლისტური ტაბლოიდი კომსომოლსკაია პრავდა, რომელიც თავისი ექსცენტრიული სათაურებითაც გამოირჩევა, არჩევნების შემდეგ ესაუბრა საქართველოში რუსეთის საელჩოს ყოფილ პირველ მდივანს, იგორ გვრიტიშვილს. ინტერვიუ იწყება პათოსით, რომ რუსეთისადმი კეთილგანწყობილი პარტიები, საუბარია ნინო ბურჯანაძის ერთიან საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსზე — პარლამენტში ვერ მოხვდნენ.
არჩევნები და შემდგომი პროტესტი გააშუქა Sputnik-Georgia-მ. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე, როგორც Sputnik-ში ამბობენ, ესაუბრნენ პარლამენტის ყოფილ წევრს ვახტანგ ხმალაძეს, რონდელის ფონდის ექსპერტს ნოდარ ხარშილაძეს და პოლიტიკის მეცნიერს ლევან მეტრეველს. კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდა სათაურით "საღამოსთვის ვგეგმავთ რევოლუციას, ან როგორ ირჩევდნენ საქართველოში პარლამენტს", რომელიც გამოცემის კოლუმნისტს ეკუთვნის.
გაზეთები
უნდა აღინიშნოს, რომ რუსულმა სახელისუფლებო მედიებმა ცალკე ნიუსები დაუთმეს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე. ბევრი სტატია სწორედ არჩევნებში მის როლს ეხება. მათ შორისაა Moskovsky Komsomolets-ის მასალა: "სააკაშვილმა ვერ შეძლო წარსულის დაბრუნება: ქართული ექსპერიმენტის დასასრული მოვიდა". სხვების მსგავსად, აქაც მასალის ავტორი, რომელიც, სხვათა შორის მითითებული არაა, სააკაშვილის "რევოლუციურ სცენარზე" საუბრობს. თუმცა რა მტკიცებულებებს ეყრდნობა მსგავსი ნააზრევი, მითითებული არაა.
Kommersanti-ის სტატიაში "საქართველოს ხელისუფლება მარტო იოცნებებს" ისიც კი განხილულია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლას.
საერთო ჯამში, გაშუქების ტონი და სტატიების დიდი ნაწილი ეხება სწორედ არჩევნებში ქართული ოცნების დამაჯერებელ გამარჯვებას. მასალებში არ მოხვედრილა ფაქტები, გადაცდომებისა და დარღვევების შესახებ. სამაგიეროდ, "გაყალბებაზე ბრალდების წამოყენება" და "რევოლუციის საფრთხე" ოპოზიციას, განსაკუთრებით კი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიეწერება.
ამავე თემაზე:
- ინფოგრაფიკი: ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს საქართველოში?
- რუსული აქტორები ქართულ მედიაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
კომენტარები