The Hangover-ის ფილმებისა და სერიალ Community-ის ამერიკელმა კომიკოსმა და მსახიობმა კენ ჯონგმა — რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, ლიცენზირებული ექიმიცაა — 2 დღის წინ თავის Instagram-ზე დადო ვიდეო, რომელშიც ნინო ბურჯანაძე ჩანს.

ვიდეოში პოლიტიკოსი, რომელიც მედიების წარმომადგენლებისა და ხალხის გარემოცვაშია, ახველებს და პირბადით იწმენდს ცხვირს.

კენმა ვიდეოს აღწერაში ხალხს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდა:

"გთხოვთ, ატაროთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია!!!! ეს ასეთი რთული არ არის!!!!!!"

ვიდეოს ჯგუფ Bring Me the Horizon-ის სიმღერა "MANTRA" ადევს, რომლიდანაც გვესმის სიტყვები:

And I know this doesn't make a lot of sense (ვიცი, რომ ეს აბსურდული ჩანს)
You know you gotta work the corners of your mind now (ახლა დროა, შენი გონების კუნჭულები აამუშაო)
All I'm asking for's a little bit of faith (ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მცირეოდენი რწმენაა)

ვიდეო მალევე გახდა ვირუსული და ამ დროისთვის 222 ათასზე მეტი ნახვა, 22 ათასამდე მოწონება და 900-ზე მეტი კომენტარი აქვს.