"ოცნება" ცესკოს არჩევნებს აყალბებინებს, რათა დაიკარგოს მოქალაქეების რეალური ნება — კობერიძე
ლელოს ლიდერებმა 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. პარტიაში ამბობენ, რომ ქართული ოცნება ცესკოს არჩევნების გაყალბებას ავალებს.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან კობერიძის თქმით, ხელისუფლება ყველანაირად ეცდება მდგომარეობის ესკალაცია ოპოზიციას გადააბრალოს.
"ვაკის ოლქი ყველაზე აქტიური იყო თბილისში, სადაც 60%-ზე მეტი მოქალაქე მოვიდა თავისი ნების გამოსახატად. გამოცდილების მიხედვით, ამ რაოდენობის ამომრჩევლის დაფიქსირება მიუთითებს ქვეყნაში ცვლილებების სურვილს.
ამის საპირისპიროდ მივიღეთ ცესკოს მიერ გაყალბებული არჩევნები. მაშინ, როდესაც ვაკის ოლქში ხუთი ათასზე მეტი გაბათილებული ბიულეტინია, რაც მოსული ამომრჩევლის 10%-ს შეადგენს. ჩვენ მიერ დაწერილი საჩივრებიდან არც ერთი არ არის განხილული. განსახილველად კი გადაგვამისამართეს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის სასამართლოში. ქართული ოცნება ცესკოს არჩევნების გაყალბებისკენ მიუთითებს, რათა დაიკარგოს ის რეალური ნება, რისი დაფიქსირებაც სურდათ ჩვენს მოქალაქეებს", — განაცხადა კობერიძემ.
არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ისაუბრა ლელოს ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კოჟორიძემაც.
"ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენის ყველა შანსი დაკეტა. ამას ხაშურის მაგალითიც ადასტურებს. ხაშურის მერიის განმარტება საარჩევნო პლაკატებზე მმართველი გუნდის პლაკატების გადაკვრასთან დაკავშირებით იყო ის, რომ მხოლოდ სატელეფონო ზარით განიხილეს ჩადენილი ფაქტი. რაც შეეხება გაყალბებულ ბიულეტინებს, ერთადერთი შანსი სასამართლო დაგვრჩა, სწორედ ის სასამართლო, რომელიც მიკერძოებულია. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელიც უნდა დავასრულოთ", — განაცხადა კოჟორიძემ.
საკუთარი ოლქის დარღვევებზე ისაუბრა ლელოს გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი სიორიძემ.
"როგორც ყველა რეგიონში, ისე გურიაში დაფიქსირდა გაყალბება. ოლქების დიდ ნაწილში არის დისბალანსი. არ ჯდება ის რაოდენობა, რაც რეალურად იყო მოსული არჩევნებზე. ვიტყოდი, რომ პოლიტიკური შეფასების ნაწილში არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია", — განაცხადა სიორიძემ.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები