გადარჩენილმა თახვმა ახალ სახლში საყოფაცხოვრებო ნივთებით დამბის აგება დაიწყო
ოდესმე გიფიქრიათ, თახვის სახლში ყოლა როგორი იქნებოდა? სადაც პონიები, ვირები, ციყვები, ენოტები, ობობები, ჭიანჭველები, მორიელები, მელიები, ზღარბები და კიდევ უამრავი ეგზოტიკური ველური ცხოველი ჰყავთ შინ, თახვებმა რაღა დააშავეს, არა?
ნუ, თავიდან ყველაფერი სახალისო და თავშესაქცევი იქნება, სანამ თახვი დედაბუნებით ნაბოძებ ინსტინქტებს არ გააღვიძებს და დამბის აგებას არ დაიწყებს!
და, გვერწმუნეთ, თუ თახვს დამბის აგება უნდა, თახვი დამბას ააგებს, თანაც საამისოდ ყველა ნივთს გამოიყენებს, რასაც კი სახლში წააწყდება: ბალიშებს, ხელსახოცების ყუთებს, პატარა ქანდაკებებს და სათამაშოებს, ჩარჩოებს, სათლებს, სატუმბებს — მოკლედ, ყველაფერს!
გაიცანით ბივი (Beave) — რომელსაც ქართულად, ალბათ, "თახო" ერქმეოდა (Beaver — თახვი) და, თახვხედობაში თუ არ ჩამოგვართმევთ, ჩვენც ასე დავუძახოთ — რომელიც გადარჩენილი თახვია და ველური ბუნების რეაბილიტაციის სპეციალისტის, ნენსის, სახლში დაიდო ბინა. თახო აქ 2020 წლის მაისიდანაა, ჯერ კიდევ 3 კვირის რომ იყო, როცა ის ქუჩის პირას მიტოვებული იპოვეს.
ნენსის თქმით, თახოს მშობლები, სავარაუდოდ, დაიხოცნენ, რადგან ისინი მას იქ ვერ დატოვებდნენ. ისიც შეიძლება, თახო იქ ბრაკონიერების დატოვებული ყოფილიყო, თუმცა ამას ზუსტად ვერ ვიტყვით.
მართალია, სარეაბილიტაციო ცენტრში ბევრი ველური ცხოველი ყოფილა, მათ უვლიდნენ და ბუნებაში აბრუნებდნენ, მაგრამ თახვები ამ მხრივ საკმაოდ განსხვავებულები არიან. საქმე ისაა, რომ ისინი დაახლოებით 2 წლის განმავლობაში თავიანთ ოჯახებთან ცხოვრობენ და ყველაფერს მათგან სწავლობენ. აქ ყველაფერს განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი, რადგან ისინი მააართლა ყვეეელაფერს მშობლებისგან სწავლობენ.
სპეციალისტმა ხალხს გაუზიარა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მოუწია მას თახოსთვის მყარი საკვების ჭამის სწავლება მას შემდეგ, რაც ის თახვების სპეციალური რძით კვებას მორჩა. საჭმელად მცენარეულობა რომ შესთავაზეს, უარს ამბობდა. ეს მანამ გაგრძელდა, სანამ სპეციალისტმა იმის მიბაძვით ჩვენება არ დაიწყო, თუ რისი ჭამა იყო საჭირო, და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა თახო და სხვა საკვებებსაც მიეტანა. ამ დროისთვის ჯერ კიდევ მისთვის ხელით ჭმევინება იყო საჭირო.
ჰოდა, ერთი სიტყვით, თახო სარეაბილიტაციო ცენტრში კიდევ დაახლოებით 2 წელიწადს დარჩება. და რას შვრება თახო მთელი ამ დროის განმავლობაში? ცურვას და ახალი რაღაცების სწავლას თუ არ ჩავთვლით, ის იმას შვრება, რაც თახვებს ყველაზე მეტად უყვართ — აგებს დამბებ!
"თახომ საყოფაცხოვრებო ნივთებით დაიწყო დამბების აგება, თუმცა ჯერ ამას გარეთ ან წყალში არ აკეთებს. ის თითქმის ყოველ საღამოს აგებს დამბებს. როგორც კი ვშლი და ვასუფთავებ, ისევ თავიდან იწყებს!" — განმარტა ნენსიმ.
ეს უბრალო დამბები არ გეგონოთ, ხეების ტოტებითა და სხვა ბუნებრივი ხარახურებით ნაგები, არა — თახო სახლში იქექება და რასაც კი წააწყდება, ეგრევე კარის გასასვლელში ჩაჩრის და დამბას შეუერთებს. და მისი საყოფაცხოვრებო დამბები ძააალიან საყვარელია!
ახალი რაღაცების სწავლისა და დამბების აგებასთან ერთად ის ზოგჯერ გარეთაც დახეტიალობს და რეგულარულად დაცურავს და ვარჯიშობს. როგორც კი თახო 2 წლის გახდება და ყველაფერი ექნება ნასწავლი, რაც ველურ ბუნებაში გადასარჩენად საჭიროა, მას გაათავისუფლებენ.
ახლა თახოს თავისი TikTok-ის არხიც კი აქვს, რომელიც მის ცხოვრებას ეძღვნება და რომელშიც მისი ოინბაზობებია თავმოყრილი. დამბების შენების ვიდეოებთან ერთად აქ მისი ცურვის, ხეტიალის, იქით-აქეთ ცმაცუნის, ჭამის და სხვა ვიდეოებსაც ნახავთ. მას უკვე 370 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და შეგიძლიათ, მათ რიგებს თქვენც შეუერთდეთ TikTok-ზე ან YouTube-ზე!
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
კომენტარები