აშშ-ს კონგრესის წევრი და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი კვლავ კონგრესმენად აირჩიეს. რესპუბლიკელმა კინზინგერმა ილინოისის შტატის მე-16 საარჩევნო ოლქში ხმების 65,18% მოიპოვა.

კინზინგერი საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული ბოლო წლებში გახდა, როცა საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკულ წერილებს აქვეყნებდა.

3 ნოემბერს კონგრესმენებისა და სენატორების არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა.

აშშ არჩევნებთან დაკავშირებულ სიახლეებს LIVE რეჟიმში გაეცანით აქ. ასევე, ადევნეთ თვალი On.ge-ს ინტერაქტიულ რუკას.