NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რამდენად კმაყოფილი არიან ან უკმაყოფილო საქართველოს მოქალაქეები საკრებულოს ან მერიის მუშაობით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი წილი პასუხობს „არ ვიცი“. საკრებულოს შემთხვევაში ეს წილი არის 38 პროცენტი, მერიის შემთხვევაში კი - 40 პროცენტი.

საკრებულოს მუშაობით ძალიან კმაყოფილი ან კმაყოფილი მოქალაქეების წილი 37 პროცენტი, უკმაყოფილო ან ძალიან უკმაყოფილოა მოქალაქეების 23 პროცენტი. მერიის შემთხვევაში, ძალიან კმაყოფილი ან კმაყოფილია მოქალაქეების წილი 33 პროცენტი, უკმაყოფილო ან ძალიან უკმაყოფილოა მოქალაქეების 27 პროცენტია.

გამოკითხული მოქალაქეების 86 პროცენტს ბოლო 12 თვის განმავლობაში არ ჰქონია საკრებულოსთან შეხება, მერიის შემთხვევაში კი 67 პროცენტს. საკრებულოსთან შეხება ჰქონდა გამოკითხულთა მეშვიდედს - 14 პროცენტს, მერიის შემთხვევაში - 10 პროცენტს. აღსანიშნავია, რომ მერიის შემთხვევაში პასუხი არ შეესაბამებოდა (არ იყო) 22 პროცენტის შემთხვევაში.

დღეს, 16 იანვარს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარადგენს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი არის ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქალების პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 1,8 პროცენტია.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.