ვარსკვლავური ომების ობი-ვან კენობიმ ერთხელ თქვა: "თვალებს შენი მოტყუება შეუძლიათ, მათ არ უნდა ენდო". როგორც ჩანს, სწორედ ამ ფრაზას ილუსტრირებს კანადური არქიტექტურული ფირმა NÓS-ის ნიმუში "მოძრავი დიუნები" მონრეალის ერთ-ერთ ქუჩაზე.

დიუნები მნახველის პერსპექტივას ისე ცვლის, რომ ის მაცდურ გზას ქმნის და ბაძავს იმ ვიზუალურ კანონზომიერებებს, რომლებსაც უდაბნოში დაინახავდით. გიგანტურ ქრომატულ სფეროებს ამ ილუზორულ ეფექტში საკუთარი წვლილი შეაქვთ და საბოლოო შედეგი აბსოლუტურად თავბრუდამხვევია.

ფოტო: Alex Lesage

ფოტო: Raphaël Thibodeau

NÓS-ის ცნობით, ხელოვნების ეს ნიმუში "ექსპერიმენტული მირაჟია მონრეალის ცენტრის შუაგულში, რომელიც ერთმანეთში ხლართავს რეალობასა და წარმოსახვას".

ფოტო: Raphaël Thibodeau

ფოტო: Olivier Bousquet

"მოძრავი დიუნები", რომლებიც მნახველის გადაადგილებასთან ერთად ფორმებს იცვლიან და ზედაპირს აცოცხლებენ, კუბიზმითაა შთაგონებული.

ფოტო: Eloa Defly