Covid-19-ისგან გამოწვეული პანდემიის გამო ადამიანებთან კონტაქტის ყველაზე გავრცელებული საშუალება თანამედროვე ტექნოლოგიები გახდა და ეს გამომგონებლებისთვის ინსპირაციის ახალ წყაროდ იქცა.

ამერიკაში ცოტა ხნის წინ შეიქმნა სტარტაპი, რომელიც ცდილობს ვიდეოზარები ჩვენთვის უფრო მოსმახერხებელი გახადოს და ამას ისინი ჰოლოგრამის ტექნოლოგიების დახვეწით ცდილობენ. მათ შექმნეს ახალი მოწყობილობა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, 60 000 აშშ დოლარი ღირს.

TechCrunch-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, PORTL-ის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ახლო მომავალში ადამიანებმა შეძლონ ახალი ტიპის ვიდეო ზარების განხორციელება ტექნოლოგიის საშუალებით, რომელიც მათ ერთმანეთის 3D გამოსახულების დანახვის საშუალებას მისცემს. იგი დიდად არ განსხვავდება იმ მოწყობილობისგან, რომელიც "ვარსკვლავური ომებში" გვაქვს ნანახი. PORTL იმავე ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომლითაც 2012 წელს კოაჩელაში 2pac-ის ჰოლოგრამა გააკეთეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მასში, გაუმჯობესების მიზნით, გარკვეული ცვლილებებია შეტანილი. კომპანიის წევრებმა განაცხადეს, რომ ზემოთაღნიშნული შესწორებები მათ პროდუქტს ბევრად უფრო შთამბეჭდავს ხდის.

ვინაიდან PORTL კარების მსგავსი მოწყობილობაა, იგი პორტალს გავს, რომელიც სხვა ოთახში გადაგვიყვანს. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. TechCrunch-ზე წერია, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთი ადგილიდან ისაუბრონ და ხმა გააგონონ ადამიანებს სხვა ადგილას ისეთი სისტემით, რომლის საშუალებითაც ადამიანები ხმის გაგონებისას ხვდებიან, თუ საით უნდა გაიხედონ.

იქიდან გამომდინარე, რომ Zoom-ისა და Google-ის ვიდეო ზარები უფასოა, ერთი შეხედვით ამ პროდუქტის საჭიროება არ არსებობს, მაგრამ PORTL-ის განცხადებით მათ უკვე ათეულობით ასეთი მოწყობილობა მიჰყიდეს სავაჭრო ცენტრებს, აეროპორტებსა და კინოთეატრებს.

სულ რამდენიმე ათეულზე მეტი მოწყობილობის გაყიდვის მიზნით კომპანია ამჟამად მუშაობს უფრო ხელმისაწვდომი, მინიატურული ვერსიის შექმნაზე, რომელიც ჩაიწერს და გადაიტანს ჰოლოგრამს ოთახის მთელი სიმაღლის დაკავების გარეშე. კომპანიის დამფუძნებელი დევიდ ნასბაუმი უყვება TechCrunch-ს, რომ PORTL-ს ახალი ფუქნციებიც დაემატება.

"მინიატურული მოწყობილობებს ძალიან სპეციფიური ფუნქციები ექნება. ამჟამად ჩვენ ვგეგმავთ Peloton-თან და Mirror-თან თანამშრომლობას. გარდა ამისა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს არაერთ ცნობილ კომპანიასთან, რომლებთან ერთადაც ვეცდებით PORTL დახვეწას, თუმცა გვექნება ექსკლუზიური პროდუქტიც", განაცხადა ნასბაუმმა.