BIAFF (ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი) — კინოფესტივალი, რომელიც ტრადიციულად სექტემბერში ტარდება, COVID-19 პანდემიის გამო ოქტომბერის მეორე ნახევარში გადაიდო. თუმცა, პანდემიურის სიტაუციის კიდევ უფრო გაუარესების გამო, BIAFF-ის მენეჯმენტმა გადაწყვიტა კინოფესტივალი ციფრულ ფორმატში გადასულიყო.

ინდუსტრიული პლატფორმა ალტერნატიული ტალღა 29 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბერამდე პერიოდში ჩატარდა კომბინირებულ ფორმატში. იგი მოიცავდა ფიზიკურ სივრცეს (Terminal Towers — საკონფერნეციო დარბაზი თბილისში) სადაც პლატფორმის მონაწილეები შეიკრიბნენ, ხოლო, მოწვეული ექსპერტები/ტრენრები (ქართველი და უცხოელები) ონლაინ რეჟიმში ჩაერთვნენ.

ალტერნატიული ტალღის მთავარი მიზანია მცირებიუჯეტიანი მხატვრული ფილმების პროექტების განვითარება უცხოელი და ადგილობრივი გამოცდილი კინოინდუსტრიის სპეციალისტების დახმარებით. ალტერნატიული ტალღა, ძირითადად, ფოკუსირებულია ქართული კინოპროექტებზე, მაგრამ, რამდენიმე წლის წინ დაიწყო შავი ზღვის რეგიონის (თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი და ა.შ.) პროექტების ჩართვაც.

ინდუსტრიული პლატფორმა, ალტერნატიული ტალღა უკვე ექვსი წელია ტარდება BEAFF-ზე. პროექტს კოორდინაციას უწევენ ქართველი პროდუსერები, ლაშა ხალვაში და თინათინ ყაჯრიშვილი. ალტერნატიული ტალღა ფესტივალის მნიშვნელოვან ნაწილია, რადგან იგი ქმნის ეფექტურ პლატფორმას ქართველი და საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების თანამშრომლობისთვის. გარდა ამისა, შესაძლებლობას აძლევს ქართველ კინემატოგრაფისტებს მიიღონ პროფესიონალური მხარდაჭერა საერთაშორისო ექსპერტებისგან ახალი კინოპროექტების შემუშავებაში. მოგვიანებით, შერჩეული პროექტები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ინდუსტრიულ პლატფორმებზე (მაგ. სტამბულის კინოფესტივალი).

BIAFF ალტერნატიული ტალღა 2020 წლის გამოშვებისათვის შერჩეული იყო შემდეგი პროექტები:

  1. ბექა (სცენარის ავტორი და რეჟისორი ვანო ბურდული);
  2. ჰამაკი (რეჟისორი ლევან თუთბერიძე, სცენარის ავტორი — ირაკლი სოლომონაშვილი);
  3. მეათე მოწმე (სცენარის ავტორი და რეჟისორი გიგა ლიკლიკაძე);
  4. გამოღვიძება (სცენარის ავტორი და რეჟისორი თენგიზ ასიტაშვილი);
  5. ცივი ღრუბლები (სცენარის ავტორი და რეჟისორი კახა კიკაბიძე);
  6. კარგი ბიჭები (სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი თავართქილაძე);
  7. უწყვეტი გზა (სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი);
  8. სიჩუმის ქაოსი (სცენარის ავტორი და რეჟისორი ნინა შაბურიშვილი);
  9. BRULE LE SANG (სცენარის ავტორები აკაკი ფოფხაძე და ფლორენ ჰილი, რეჟისორი — აკაკი ფოფხაძე).

მოწვეული ექსპერტები:

  • ნიკოს პანაიოტოპოლოსი (საბერძნეთი);
  • ლორან დანილო (საფრანგეთი);
  • თამარ ტატიშვილი (საქართველო);
  • გულინ უსტუნი (თურქეთი);
  • გელა ბაბლუანი (საქართველო).

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ალტერნატიული ტალღა წარმატებით ჩატარდა და მონაწილეებმა საინტერესო კონსულტაციები მიიღეს რამდენიმე მიმართულებებით — სცენარის განვითარება, დაფინანსების სტრატეგია, საერთაშორისო ფონდები, კოპროდუქცია, პროექტის განვითარება, საერთაშორისო ფესტივალები/ინდუსტრიული პლატფორმები, დისტრიბუცია და ა.შ.

სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის (MEETINGS ON THE BRIDGE) დირექტორის, გულინ უსტუნის მიერ ალტერნატიულ ტალღაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ქართული პროექტი, სიჩუმის ქაოსი (სცენარის ავტორი და რეჟისორი ნინა შაბურიშვილი) შეირჩა სტამბულის ინდუსტრიული პლატფორმაში მონაწილეობისთვის, რომელიც 2021 წლს აპრილში გაიმართება.