შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით მეზობლები — მამა და 16 წლის შვილი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.