პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ხუთი პატიმარი, რომელიც ციხეში გიორგი რურუას თავს დაესხა მკაცრი რეჟიმის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ინციდენტში მონაწილეობის გამო, მათ რეჟიმი გაუმკაცრდათ", — განმარტავენ უწყებაში.

2 ნოემბერს გიორგი რურუაზე ციხეში თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ფორმულას ეთერში გაავრცელა. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ინცინდენტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

მათივე განცხადებით, გიორგი რურუა ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან, რა დროსაც მას თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.