23 ოქტომბერს ნეტფლიქსზე ახალი სერიალის The Queen's Gambit (ლაზიერის გამბიტი) პრემიერა შედგა, რომელმაც გამოსვლიდან რამდენიმე დღეში უკვე უამრავი მაყურებლის გული მოიგო.

მინისერიალის სიუჟეტი 1950-60-იან წლებში ვითარდება და გამოგონილ პერსონაჟ ბეტ ჰარმონის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც განსაკუთრებული ნიჭის წყალობით ძალიან ახალგაზრდა ასაკში ჭადრაკის საუკეთესო მოთამაშე გახდება მთელ მსოფლიოში.

ამ სტატიაში სერიალის შექმნასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს მოვუყარეთ თავი.

1. პირველ რიგში, საინტერესო ამბავი ლიტერატურის მოყვარულებისთვის: სერიალი ამერიკელ მწერალ უოლტერ ტევის ამავე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვით გადაიღეს, რომელიც 1983 წელს გამოქვეყნდა

ფოტო: Random House

2. სერიალამდე ჯერ ამ ისტორიის მიხედვით ფილმის გადაღება იგეგმებოდა, რომლის რეჟისორიც ჰიტ ლეჯერი უნდა ყოფილიყო, თუმცა მსახიობის გარდაცვალების გამო იდეა განუხორციელებელი დარჩა

ფოტო: Getty

3. ანია ტეილორ-ჯოი მთავარ როლს ისე დათანხმდა, რომ ჯერ სერიალის სცენარიც არ არსებობდა: შოუს ერთ-ერთმა შემოქმედმა, სკოტ ფრენკმა მას რომანი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც პროექტი შეიქმნებოდა, წიგნის წაკითხვის შემდეგ კი მსახიობმა მაშინვე თანხმობა განაცხადა შემოთავაზებაზე

4. ანია ტეილორ-ჯოიმ ჭადრაკის შესახებ არაფერი იცოდა, რაც მისივე აზრით, დაეხმარა, რომ თავისი პერსონაჟი, რომელიც ჭადრაკის სამყაროს ნელ-ნელა ეცნობა, უკეთ გაეთავისებინა

ფოტო: Netflix

5. სერიალში ნაჩვენები ჭადრაკის ყველა პარტია ისეთ ცნობილ მოთამაშეებთან კონსულტაციით გაიმართა, როგორებიც გარი კასპაროვი და ბრიუს პანდოლფინი არიან

ფოტო: Netflix

6. ჭადრაკის ყველა პარტია, რომელიც ეკრანზე იხილა მაყურებელმა, ნამდვილად მსახიობებმა ითამაშეს. ცხადია, ზემოთ ხსენებული კონსულტანტების წინასწარი გაკვეთილების შემდეგ

ფოტო: Netflix

7. ბენის პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს: ბობი ფიშერი, რომელმაც 13 წლის ასაკში "საუკუნის თამაშის" სახელით ცნობილი ჭადრაკის პარტია მოიგო

ფოტო: Netflix

8. ანია ტეილორ-ჯოის თქმით, მას ბალეტის მოცეკვავის გამოცდილება დაეხმარა, რომ თამაშისას ბეტის ხელის მოძრაობებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა შეეძინა

ფოტო: Netflix

9. თუ სერიალში ჰარის როლის შემსრულებელი გეცნოთ და ვერ გაიხსენეთ, საიდან, გეტყვით, რომ ის ჰარი მელინგია, რომელიც ჰარი პოტერის ფილმების სერიაში დადლის როლს ასრულებს

ფოტო: Netflix

10. ბოლოს კი ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო ფაქტი: სერიალში ახსენეს ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, ოღონდ მცდარი ინფორმაციით: ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკეებთან არაერთი პარტია უთამაშია

ფოტო: Netflix / თარგმანი: On.ge