დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო სკოლები 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით სრულად სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადავლენ. განათლების მინისტრის, ეკა დგებუაძის განცხადებით, ეს ქალაქებია:

  • თბილისი;
  • ქუთაისი;
  • რუსთავი;
  • თელავი;
  • ზუგდიდი;
  • ზესტაფონი;
  • აჭარა;
  • გორი;
  • ფოთი;
  • მარნეული და
  • გარდაბანი.

დგებუაძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სკოლებში გახნსილი საარჩევნო უბნებისა და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დიდ ქალაქებში მობილობის პრევენციის მიზნით მიიღეს.

3 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 1 833, გარდაიცვალა — 20.

ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ია. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 362 გარდაცვალების შემთხვევა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: