ვენის ცენტრალურ ნაწილში, სინაგოგაზე თავს დაესხნენ, არიან დაშავებულები, ერთი ადამიანი კი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.

ავსტრიული ახალი ამბების სააგენტო APA შინაგან საქმეთა მინისტრის ნათქვამს ციტირებს და წერს, რომ ერთი თავდამსხმელი სროლის შედეგად გარდაიცვალა, ერთი პოლიციის ოფიცერი დაიჭრა და ერთი თავდამსხმელი გაიქცა.

პოლიციამ მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ ფოტოების და ვიდეოების ინტერნეტში გავრცელებისგან, რადგან ეს საფრთხეს უქმნის პოლიციისა და სამოქალაქო პირების ჯანმრთელობას.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს ტერორისტული თავდასხმა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, შვედენპლაცის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია სპეციალური ოპერაციას ატარებს.

პოლიციამ დაადასტურა, რომ სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.