სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს არ სჯერა, რომ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ღამის კურიერის ეთერში ვაშაძემ განაცხადა, რომ გახარიამ პოლიტიკური თამაშისთვის "დაიმართა" კორონავირუსი.

"ახლა დაემართა მაინცდამაინც, არჩევნების დღეს, კორონავიურსი პრემიერმინისტრს? [...] კაციშვილს არ სჯერა რომ მას კორონავირუსი აქვს", — ამბობს გიორგი ვაშაძე.

გიორგი გახარიას კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა, ვინაიდან ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.