დღეს ციხეში გიორგი რურუას თავს დაესხნენ. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული თავდასხმის დამადასტურებელი ვიდეო გაავრცელა.

დღეს პენიტენციურმა სამსახურმა ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ რურუა ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან, რა დროსაც მას თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც, გამოძიება უკვე დაწყებულია.

"გიორგი რურუასთან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია 2020 წლის 2 ნოემბერს ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულ გიორგი რურუაზე განხორციელდა თავდასხმა.

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს, N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან. დაახლოებით 15:25 სთ-ზე, 1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს", — აცხადებენ პენიტენციურში.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ფიზიკური დაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. მას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

ასევე, ისინი ამბობემ რომ მომხდართან დაკავშირებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გაიგზავნა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში, დაიწყო გამოძიება. ამჟამად მიმდინარეობს დაკითხვის პროცედურები და კანონით დადგენილი წესით დაარქივებულია მოცემული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა.