კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს თბილისში, 15:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ქართული კინოს ვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნება.

თბილისის მერიამ ხელშეკრულება მონუმენტის აღმართვაზე ნოემბერში გააფორმა.

ნატო ვაჩნაძის ბრინჯაოს მონუმენტი 2,20 მეტრის სიმაღლისაა და მისი დამზადება–დადგმა დედაქალაქს 68 145 ლარი დაუჯდა.

მონუმენტის ავტორი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრებიან.

ნატო ვაჩნაძე საბჭოთა კავშირში ცნობილი კინოვარსკვლავი იყო, ის არის რეჟისორების, ელდარ და გიორგი შენგელაიების დედა. ნატო ვაჩნაძე 1953 წელს, მოსკოვიდან თბილისში მგზავრობის დროს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 დეკემბრამდე უნდა გახსნილიყო.

ნატო ვაჩნაძის მონუმენტის ესკიზი.

ფოტო: თბილისის მერია