ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში მანდატებზე უარს ამბობენ, თუმცა ეს ოპოზიციის ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა იყოს. ნათელაშვილი ცალსახად არ პასუხობს კითხვას, როგორ იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციაში ერთობა არ იქნება.

"მანდატებზე უარის თქმა აუცილებლად სწორია, როდესაც დაშვებულია ამგვარი ბოროტებები არჩევნების დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება საყოველთაო და ყველა ოპოზიცია იტყვის მანდატებზე. [...]

ჩვენ უარს ვამბობთ ყოველგვარ მანდატზე იმ პარლამენტში, რომელიც შედგა ჩვენი ხალხის ცოდვით და უკანონობით, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო", — ამბობს ნათელაშვილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ლეიბორისტული პარტიიდან დეპუტატის მანდატი მხოლოდ შალვა ნათელაშვილმა მოიპოვ

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. პარლამენტის არჩევნები წელს პირველად პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართა. ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პერმანენტულად აქიცებს გეგმავს. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ. გარდა ამისა, ისინი არც მაჟორიტარულ ოლქებში მონაწილეობას არ აპირებენ.