ისნის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურისთვის ქართული ოცნების კანდიდატი, კახა კახიშვილი და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე იბრძოლებენ. ცესკომ ამ ოლქში ხმების 100% უკვე დათვალა. შედეგებით მესამე ადგილზეა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

შედეგები ასე გადანაწილდა:

  • კახა კახიშვილი — 46,72%
  • ხატია დეკანოიძე — 27,23%
  • გიორგი ვაშაძე — 13,77%