ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მეცნიერებმა 12 პაციენტს ჰალუცინოგენური ნივთიერება ფსილობიცინი მიაღებინეს. თორმეტივე პაციენტს კლინიკური დეპრესიის დიაგნოზი რამდენიმე წლის, საშუალოდ, 17.8 წლის განმავლობაში ჰქონდათ.

აქამდე, სტანდარტულ მედიკამენტებზე, ელექტროკონვულსიასა და სერატონინზე დაფუძნებულ თერაპიებს არც ერთ მათგანზე ჰქონია რამე სახის გავლენა.

ფსილობიცინის მიღებიდან ერთი კვირის თავზე ყველა პაციენტმა თავი უკეთ იგრძნო და მათი სიმპტომები გაუმჯობესდა, ხოლო სამ თვიანი თერაპიის შემდეგ ხუთ პაციენტს სრული რემისია ჰქონდა.

"მკურნალობის დღევანდელი საშუალებების კონტექსტში ეს საოცარი შედეგია", განაცხადა ლონდონის საიმპერიო კოლეჯის ნეიროფსიქოფარმაკოლოგმა, რობინ კარჰარტ-ჰარისმა.

მისი თქმით, ფსილობიცინით მკურნალობა ბოლო გამოსავალი არ უნდა იყოს:

"ჩვენ შეგვიძლია პაციენტებს ფსილობიცინი დავუნიშნოთ, ეს სრულიად უსაფრთხოა."

ე.წ. ჯადოსნური სოკოები გაერთიანებულ სამეფოში ა კლასის ნარკოტიკებში კლასიფიკაციაში ხვდება, ამავე კატეგორიაში გადის ჰეროინი და კოკაინი. შესაბამისად, ახალი კვლევა ქვეყნის ნარკო-პოლიტიკისთვისაც მნიშვნელოვანია. ამ კატეგორიზაციის გამო, ეთიკის კომისია, რომელმაც მეცნიერებს ცდის ჩატარების უფლება მისცა, შიშობდა, რომ პაციენტებს ფსიქიკური მდგომარეობა გაუუარესდებოდათ. გრანტის მიღებიდან, ნებართვის მოპოვებასა და პირველი დოზის გაცემამდე, ჯგუფი 32 თვე იცდიდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, დეპრესია გლობალური პრობლემაა, რომლის მკურნალობაც რთულია. შესაბამისად, მეცნიერები მუდმივად იკვლევენ ახალ საშუალებებს და ნებიმისმიერი ასეთი წარმატება მნიშვნელოვანია.