ცესკომ თავიდან უნდა გადათვალოს ხმები უბნების იმ 8%-ზე, სადაც ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა — ISFED
სამართლიანი არჩევნების განცხადებით, საარჩევნო უბნების 8 პროცენtზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა. კერძოდ, ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების რაოდენობას. ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, კერძოდ, მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4,1%-ზე ნაკლები.
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმები თავიდან უნდა გადათვალოს იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.
"შედეგების შეჯამების პროცესში, გამოკვეთილი სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. ამასთან რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვანად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა, საარჩევნო უბნების 8 პროცენტზე დაფიქსირდა, ასეთი მასშტაბის დარღვევა ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა. ამდენად, იგი ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო, მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4,1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, ამდენად საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს ხმები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა. ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, მიწვეული უნდა იქნას ყველა დაინტერესებული მხარე", — განაცხადა ნიჟარაძემ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თქმით, საბურთალოს ერთ-ერთ უბანზე პროპორციული სიების შემაჯამებელ ოქმში ბიულეტენების რაოდენობა 54-ით აღემატებოდა ხელმოწერების რაოდენობას. ასევე, ვაკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ერთი ზედმეტი ბიულეტენი გამოვლინდა; საბურთალოს ერთ-ერთ უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობას 19-ით აღემატებოდა; არჩევნების დროს ზუგდიდის შემაჯამებელ ოქმში პროპორციულ სიაში დაფიქსირდა ზედმეტი ხმების რაოდენობა.
ასევე, ISFED-ის განცხადებით, ამავე ტიპის დარღვევები დაფიქსირდა თერჯოლაში, ახმეტაში, მარნეულში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები