ISFED-ის ხმების პარალელური დათვლა: "ოცნება" — 45,8%, ენმ — 26,4%, ევროპული საქართველო — 3,7%
სამართლიანი არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 26,4%. ეს მონაცემები ახლოსაა ცესკო-ს ამჟამინდელ შედეგებთან, თუმცა ყველა პარტიის შემთხვევაში არის ცდომილების ზღვარი.
შედეგები ასეთია:
- ქართული ოცნება — 45,8% (ცდომილების ხარისხი — 0,7%)
- ნაციონალური მოძრაობა — 26,4% (ცდომილების ხარისხი — 0,6%)
- ევროპული საქართველო — 3,7% (ცდომილების ხარისხი — 0,2%)
- პატრიოტთა ალიანსი — 3,1% (ცდომილების ხარისხი — 0,1%)
- ლელო — 3,1% (ცდომილების ხარისხი — 0,2%)
- სტრატეგია აღმაშენებელი — 3% (ცდომილების ხარისხი — 0,1%)
- გირჩი — 2,8% (ცდომილების ხარისხი — 0,2%)
- მოქალაქეები — 1,3% (ცდომილების ხარისხი — 0,1%)
- ლეიბორისტული პარტია — 1% (ცდომილების ხარისხი — 0,1%)
- ერთიანი საქართველო — 0,9% (ცდომილების ხარისხი — 0,1%)
აღსანიშნავია, რომ ლეიბორისტული პარტიის ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 0,9-1,1 პროცენტს შორის, ხოლო ნინო ბურჯანაძე — ერთიანი საქართველოს ინტერვალი 0,8-1 პროცენტს შორისა. შესაბამისად, სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ დანამადვილებით არ შეუძლია თქმა, გადალახა თუ არა ამ ორმა პარტიამ მინიმალური ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად.
გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შემაჯამებელი ოქმების 8%-ზე დისბალანსი დაფიქსირდა და საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, ცესკო-მ ეს ხმები თავიდან უნდა გადათვალოს.
სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 56.7% შეადგინა (+/- 0.6 %-იანი ცდომილების ხარისხით), რაც მსგავსია/ნაკლებია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელთან შედარებით (52.9%).
სამართლიანი არჩევნების არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიას. PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროპორციული სიების შემთხვევაში ხმების 96,85% უკვე დათვალა და ამ შედეგებით, 48,06 პროცენტით ქართული ოცნება ლიდერობს. ნაციონალურმა მოძრაობამ კი 27,7 პროცენტი აიღო. 3.79% აქვს ევროპულ საქართველოს.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები