დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დღეს გამოვლენილი 1 791 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა;
  • აჭარაში — 369;
  • იმერეთში — 392;
  • ქვემო ქართლში — 86;
  • შიდა ქართლში — 62;
  • გურიაში — 29;
  • სამეგრელოსა და ზემო სვანეთში — 187;
  • კახეთში — 57;
  • სამცხე-ჯავახეთში — 56;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 21.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს — 40 727-ს.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 262. 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 223 პირი, მათ შორის, თბილისში — 96; აჭარაში — 77. 2 204 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 068 — აჭარაში, ხოლო 826 — თბილისში. 8 870 მკურნალობს ბინაზე.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 25 104-მდე.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 007 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 569, აჭარაში — 1 430.

სულ 6-31 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია — 10 748 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 018 ადამიანი, აჭარაში — 12 748, იმერეთში — 3 927.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: