გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ცესკოს მიერ გამოცხადებული პირველადი შედეგებზე რეაგირების ფორმაზე შესათანხმებლად იკრიბებიან.

"რა არ იკადრეს, მაინც წააგეს, მაგრამ, მერწმუნეთ, ველოდებით კოლეგებს, ნაწილი მოვიდნენ ჩვენი კოლეგები, ნაწილი არიან გზაში. შევიკრიბებით, მივიღებთ გადაწყვეტილებას და ერთობლივად გავაკეთებთ განცხადებას", — განაცხადა ნიკა მელიამ, გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წინასწარი შედეგების გამოცხადებისას ნაციონალური მოძრაობის ცესკოს წევრმა პროტესტის ნიშნად ბრიფინგის ჩაშლა სცადა.

კირთაძე თამარ ჟვანიას მონაცემების გამოცხადების საშუალებას არ აძლევდა. ცესკო-ს ხელმძღვანელის განმარტებით, ამჟამად დათვლილია ხმების 28% და აქ არ არის დიდი ქალაქების შედეგები. ამ მონაცემების მიხედვით, ქართულ ოცნებას 54,72% აქვს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 23,61%.