მთავარი არხის ეგზიტპოლის მიხედვით, გლდანის ოლქში მეორე ტური არ გაიმართება და ნიკა მელია იგებს. კერძოდ, საბოლოოდ მონაცემების მიხედვით, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ნიკა მელია — 53%;
  • ლევან კობიაშვილი — 39%.

მთავარი არხის ინფორმაციით, გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, პირისპირი ინტერვიუების სახით ჩატარდა და სულ გამოიკითხა 3 000 რესპონდენტი და ცდომილების ზღვარია +/-3%. კვლევა IPSOS საფრანგეთმა ჩაატარა.

რაც შეეხება პროპორციული სიის ეგზიტპოლის შედეგებს ოთხივე ტელევიზიის მონაცემების მიხედვით ქართული ოცნება ლიდერობს.

ეგზიტპოლების შესახებ

არჩევნების დღეს ეგზიტპოლები დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა, მედიებმა და ISFED-მა ჩაატარეს. მათი შედეგები 8 საათზე გავრცელდა.

  • წელს არჩევნებზე ეგზიტპოლს ამერიკულ კომპანია Edison Research ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ატარებს.
  • მთავარი არხისთვის ეგზიტპოლებს ატარებს ფრანგული კომპანია IPSOS.
  • რუსთავი 2-სთვის ეგზიტპოლებს ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation ატარებს.
  • ტელეკომპანია იმედის დაკვეთით კი ეგზიტპოლებს ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies ატარებს.

არჩევნების დღეს ხმებს პარალელურად ითვლის არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც (ISFED).

ედისონს საქართველოში სხვადასხვა დროს აქვს ეგზიტპოლი ჩატარებული. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, IPSOS 2019 წელს ატარებდა კვლევას საქართველოში სასამართლო რეფორმების შესაფასებლად. Survation და Public Opinion Strategies კი საქართველოში ეგზიტპოლებს პირველად ატარებენ.