სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ეგზიტპოლები უნდა აიკრძალოს. მისი თქმით, ამ კუთხით ქვეყანაში "აბსოლუტური აურზაურია". ასე ეხმაურება ვაშაძე ეგზიტპოლების წინასწარ მონაცემებს.

"სრული ქაოსია ეგზიტპოლების კუთხით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აბსოლუტური აურზაურია ქვეყანაში, ამიტომ მოდით ახლა დავდგეთ საარჩევნო უბნებზე და დავიცვათ ჩვენი ხმები. დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით სხვა შედეგები იქნება საარჩევნო უბნებზე და ეს დღე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეგზიტპოლები უნდა ავკრძალოთ", — განაცხადა ვაშაძემ.

ეგზიტპოლების შესახებ

არჩევნების დღეს ეგზიტპოლები დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა, მედიებმა და ISFED-მა ჩაატარეს. მათი შედეგები 8 საათზე გავრცელდა.

  • წელს არჩევნებზე ეგზიტპოლს ამერიკულ კომპანია Edison Research ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ატარებს.
  • მთავარი არხისთვის ეგზიტპოლებს ატარებს ფრანგული კომპანია IPSOS.
  • რუსთავი 2-სთვის ეგზიტპოლებს ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation ატარებს.
  • ტელეკომპანია იმედის დაკვეთით კი ეგზიტპოლებს ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies ატარებს.

არჩევნების დღეს ხმებს პარალელურად ითვლის არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც (ISFED).

ედისონს საქართველოში სხვადასხვა დროს აქვს ეგზიტპოლი ჩატარებული. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, IPSOS 2019 წელს ატარებდა კვლევას საქართველოში სასამართლო რეფორმების შესაფასებლად. Survation და Public Opinion Strategies კი საქართველოში ეგზიტპოლებს პირველად ატარებენ.

ამავე თემაზე: