სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ეგზიტპოლების მონაცემები "აბსოლუტურად არაადეკვატურია". მისი თქმით, მათ გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვთ. ასე გამოეხმაურა ვაშაძე ეგზიტპოლის წინასწარ მონაცემებს.

"ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად არაადეკვატურ მონაცემებს ეგზიტპოლების მხრიდან, განსხვავებულს ერთმანეთისგან. ამის მიზეზი არის ის, რომ ხალხი დაიღალა უბრალოდ ეგზიტპოლომანიით. 50%-ია ეგზიტპოლებში უარი პასუხზე. ეს ვერ იქნება ვალიდური მონაცემი. მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი მხარდაჭერა. ზუსტად გვაქვს ის მონაცემები რამდენი ჩვენი მხარდამჭერი მივიდა საარჩევნო უბნებზე. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვინც არის ახლა საარჩევნო უბანზე, დაიცავით ხმები, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის არჩევანი, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალი პერსპექტივით განვითარებას", — აცხადებს ვაშაძე.

ეგზიტპოლების შესახებ

არჩევნების დღეს ეგზიტპოლები დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა, მედიებმა და ISFED-მა ჩაატარეს. მათი შედეგები 8 საათზე გავრცელდა.

  • წელს არჩევნებზე ეგზიტპოლს ამერიკულ კომპანია Edison Research ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ატარებს.
  • მთავარი არხისთვის ეგზიტპოლებს ატარებს ფრანგული კომპანია IPSOS.
  • რუსთავი 2-სთვის ეგზიტპოლებს ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation ატარებს.
  • ტელეკომპანია იმედის დაკვეთით კი ეგზიტპოლებს ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies ატარებს.

არჩევნების დღეს ხმებს პარალელურად ითვლის არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც (ISFED).

ედისონს საქართველოში სხვადასხვა დროს აქვს ეგზიტპოლი ჩატარებული. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, IPSOS 2019 წელს ატარებდა კვლევას საქართველოში სასამართლო რეფორმების შესაფასებლად. Survation და Public Opinion Strategies კი საქართველოში ეგზიტპოლებს პირველად ატარებენ.

ამავე თემაზე: