ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე, იმედის ეგზიტპოლებზე დაყრდნობით, ამომრჩეველს პირდება, რომ პასუხისმგებლობას ღირსეულად ატარებს.

"ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ეს ყველაფერი და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეულად, ღირსეულად ვატარებთ", — განაცხადა მან.

6 საათის მონაცემებით, ტელეკომპანია იმედის ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება — 55%;
  • ენმ და ძალა ერთობაშია — 23%;
  • ევროპული საქართველო — 3%;
  • ლელო — 3%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3%;
  • გირჩი — 3%;
  • შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია — 1%;
  • ნინო ბურჯანაძე — ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა — 1%;
  • მოქალაქეები — ალეკო ელისაშვილი — 1%;
  • სხვა პარტიები — 5%.

მონაცემები ასახავს პროპორციული სიით მიღებულ შედეგებს. ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ეგზიტპოლებს ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies-მა ჩაატარა.

ამავე თემაზე: