ტელეკომპანია იმედის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ევროპულ საქართველოს, ლელოს, პატრიოტთა ალიანსს, სტრატეგია აღმაშენებელსა და გირჩს 3% აქვთ. ეგზიტპოლის შედეგები 6 საათის მონაცემების მიხედვით ასე გადანაწილდა.

  • ქართული ოცნება — 55%;
  • ენმ და ძალა ერთობაშია — 23%;
  • ევროპული საქართველო — 3%;
  • ლელო — 3%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3%;
  • გირჩი — 3%;
  • შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია — 1%;
  • ნინო ბურჯანაძე — ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა — 1%;
  • მოქალაქეები — ალეკო ელისაშვილი — 1%;
  • სხვა პარტიები — 5%.

მონაცემები ასახავს პროპორციული სიით მიღებულ შედეგებს. ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ეგზიტპოლებს ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies-მა ჩაატარა.

ამავე თემაზე:

ეგზიტპოლების შესახებ

არჩევნების დღეს ეგზიტპოლები დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა, მედიებმა და ISFED-მა ჩაატარეს. მათი შედეგები 8 საათზე გავრცელდა.

  • წელს არჩევნებზე ეგზიტპოლს ამერიკულ კომპანია Edison Research ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ატარებს.
  • მთავარი არხისთვის ეგზიტპოლებს ატარებს ფრანგული კომპანია IPSOS.
  • რუსთავი 2-სთვის ეგზიტპოლებს ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation ატარებს.
  • ტელეკომპანია იმედის დაკვეთით კი ეგზიტპოლებს ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies ატარებს.

არჩევნების დღეს ხმებს პარალელურად ითვლის არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც (ISFED).

ედისონს საქართველოში სხვადასხვა დროს აქვს ეგზიტპოლი ჩატარებული. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, IPSOS 2019 წელს ატარებდა კვლევას საქართველოში სასამართლო რეფორმების შესაფასებლად. Survation და Public Opinion Strategies კი საქართველოში ეგზიტპოლებს პირველად ატარებენ.