ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 45,77%-ია, რაც რაოდენობრივად 1 607 530 ამომრჩეველია. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ანუ 2016 წელს, იმავე დროს აქტივობა 42,04% იყო, რაც რაოდენობრივად 1 477 262 ამომრჩეველია.

ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ მე-19 მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, რომელიც რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს მოიცავს — (57,3%), ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლშია — (41,9%).

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.

ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.

გაიგეთ მეტი არჩევნებზე: