შოტლანდიელი მსახიობი შონ კონერი, რომელსაც მაყურებლები ყველაზე კარგად ჯეიმს ბონდის როლით იცნობენ, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობის კარიერა, რომელიც 1950-იან წლებში დაიწყო, 80-ზე მეტ სამსახიობო როლს მოიცავს. მათ შორის 1987 წელს გამოსულ ფილმში ხელშეუხებლები (The Untouchables) შესრულებული ჯიმ მელოუნის როლით ბაფთას ორი, ოქროს გლობუსისა და ოსკარის ჯილდოები მოიპოვა.

კევინ კოსტნერი და შონ კონერი ფილმში ხელშეუხებლები.

ფოტო: Paramount Pictures

შონ კონერი პირველი მსახიობი იყო, რომელმაც ჯეიმს ბონდის საკულტო ფილმების სერიაში მთავარი გმირის როლი შეასრულა.

The Guardian-ის ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.