ქუთაისში 37-ე უბანზე, ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატ ირაკლი კიკვაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ნაცემია, ასევე, პარტიის ზესტაფონის, ტყიბულის, ბაღდათისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამსონ გუგავა. პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კიკვაძეს სახის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული.

ლეიბორისტული პარტიისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება #37-ე საარჩევნო უბანთან მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.

ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.

გაიგეთ მეტი არჩევნებზე: