საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ამ არჩევნებზე ორი რამაა ყველაზე მთავარი: ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისვლა და დარწმუნება იმაში, რომ არ ხდება არანაირი ჩარევა ან ძალადობა.

"არჩევნების დღე დიდი დღეა. მე, როგორც სხვები, დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი, რომ აქამდე მოვსულიყავით. ეს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი დღეა. არჩევნები ჩატარდება რბილ ფორმატში, არ იქნება ცხელი. მე სხვა უბნებზეც ვაპირებ მისვლას, ასევე, მაქვს დაგეგმილი სხვა შეხვედრები. ამ არჩევნებს დიპლომატები 1000-ზე მეტ უბანზე ვაკვირდებით. ყველაზე მთავარია, რომ ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო უბანზე და ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ არ ხდება არანაირი ჩარევა ან ძალადობა", — განაცხადა ჰარცელმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

დღეს 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. უბნები დღეს 20:00 საათზე დაიხურება.

ისტორიაში პირველად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართება.

გაიგეთ მეტი არჩევნებზე: