ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, ის ოპოზიციის გამარვებაში დარწმუნებულია და არ უშვებს მოცემულობას, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვოს ისე, რომ არ დასჭირდეს კოალიციური პარტნიორი. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" ისაუბრა.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ოპოზიციის ერთმნიშვნელოვან და დამაჯერებელ გამარჯვებაში. სხვა შემთხვევას არ ვუშვებ. იმ შემთხვევას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას და იქნება იმ მდგომარეობაში, რომ არ დასჭირდება კოალიციური პარტნიორი მთავრობის ფორმირებისთვის, ასეთ მოცემულობას არ ვუშვებ, ხოლო, ამ უკანასკნელის გამოსარიცხად, დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ საერთო ოპოზიციურ ფორმატში და ხელი მოვაწერეთ ამაზე შეთანხმებას", — განაცხადა ბოკუჩავამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება.