ღამურებს ცუდი რეპუტაცია აქვთ. გარდა იმისა, რომ მათზე უამრავი მითი არსებობს, ისინი ხშირად საშიში ვირუსების მატარებლები არიან. მაგალითად, ღამურებში გავრცელებულია კორონავირუსები. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ Sars-COV-2 ვირუსი ადამიანებში სწორედ ღამურებისგან გავრცელდა.

რეპუტაციის მიუხედავად, ღამურები ეკოსისტემაში მნშვნელოვან როლს თამაშობენ. პირველ რიგში, ისინი დამტვერიანებასა და პარაზიტების პოპულაციის კონტროლში მონაწილეობენ და როგორც ირკვევა, საკმაოდ მაღალი "სოციალური პასუხისმგებლობაც" აქვთ.

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ავადმყოფობისას ღამურებიც ადამიანების მსგავს სოციალური დისტანცირების ზომებს მიმართავენ.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა "ტრეკერებით" ბელიზეში, ლამანაის ვამპირების კოლონიის წარმომადგენლები მონიშნეს და რამდენიმე დღის მანძილზე მათ გადაადგილებას, ისევე როგორც სოციალურ ურთერთობას, აკვირდებოდნენ. მეცნიერებმა მონიშნულ ღამურებს ინფექციური აგენტები შეუყვანეს, რომელმაც მათში იმუნური სისტემა გააქტიურა. მკვლევრებმა ნახეს, რომ ღამურები რომლებიც "ავად" გახდნენ, ნაკლებად სოციალურები იყვნენ.

სენსორი, რომელიც მეცნიერებმა ღამურებს დაუყენეს

სენსორი, რომელიც მეცნიერებმა ღამურებს დაუყენეს

ფოტო: Simon Ripperger

"ველურ ბუნებაში, ჩვენ ვნახეთ, რომ სისხლისმწოვი ღამურები, რომლებიც ძალიან სოციალური ცხოველები არიან, კოლონიის წევრებთან დისტანციას იჭერენ, როცა ავად არიან", — ამბობს ოჰაიოს უნივერსიტეტის ღამურების მკვლევარი სიმონ რიპერგერი.

მკვლევრების გუნდმა ადრეულ ექსპერიმენტებში ისიც შენიშნა, რომ ტყვეობაში მყოფი ღამურებიც ცდილობენ, რომ სხვა ღამურებს ნაკლებად ეკონტაქტონ და რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი ნაკლებად ჯვარდებიან კიდეც.

მსგავსი ექსპერიმენტი მკვლევრებმა სამხრეთ ამერიკაშიც გაამეორეს, სადაც ერთ-ერთი კოლონიის ღამურებში იმუნური სისტემა გააქტიურეს ისე, რომ მათ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგა. "ინფიცირებული" ღამურები თავს ცუდად რამდენიმე საათით გრძნობდნენ. ამ რამდენიმე საათის მანძილზეც კი, ინფიცრებული ღამურები თავიანთ "ამხანაგებთან" ოთხჯერ ნაკლებ დროს ატარებდნენ.

კვლევა Behavioral Ecology-ში გამოქვეყნდა.