დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით არჩევნებზე წასვლა უსაფრთხოა და მინიმალურია რისკი, რომ ადამიანი დაინფიცირდეს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"რაც შეეხება არჩევნებს, დამერწმუნეთ, ძალიან სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. იქ ძალიან მინიმალურია რისკი, რომ ადამიანი დაინფიცირდეს, ისე არის ეპიდ-საწინააღმდეგო წესები დაცული. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, მითუმეტეს, აუცილებელია ყველა მივიდეთ არჩევნებზე პირბადით, ორჯერ არის შემთხვევა, ათი წამის განმავლობაში, რომ უნდა მოიხსნათ და ეს არ არის პრობლემა. დარწმუნებული იყავით, რომ მაქსიმალური დაცვა არის გათვალისწინებული", — განაცხადა გამყრელიძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.