ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2020 წლის ეკონომიკურ კრიზისზე, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკდა და პასუხი ადეკვატური იყო. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მარტო ჩემს სიტყვებს რომ არ დაეყრდნოთ, მოვიშელიებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პერიოდის ეკონომიკის პროგნოზსს, სადაც ის ამბობს, რომ 2021-25 წლების პერიოდში, მოლოდინია, რომ საქართველო გაზირდება ყველაზე უფრო დიდი მაჩვენებლით, დაახლოებით, 5 პროცენტით", — განაცხადა მაჭავარიანმა

მისი თქმით, მოლოდინია, რომ საქართველოს შემდეგ 4-5 ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება და მისი აღდგენის პროცესიც სწრაფი იქნება.