პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის კოალიციური მთავრობა დაუშვებელია. როგორც მან ოპოზიციას უწოდა, ისინი "ხიბლის ცოდვით" არიან შეპყრობილნი.

"ამ პოლიტიკურ სუბიექტებთან არათუ კოალიციის შექმნა შეიძლება, არამედ მათი ერთობლივი კოალიციაც დაუშვებელია, იმ შემთხვევაში თუკი, ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, ქართული ოცნება არ იქნება პოლიტიკურ ველზე. ეს ადამიანები ამბიციებით და ხიბლის ცოდვით არიან შეპყრობილები", — განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს, 30 ოქტომბერს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით ქართულ ოცნებასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. ხელმომწერი პარტიების განცხადებით, ქართული ოცნების 8-წლიანმა მმართველობამ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები მნიშვნელოვნად დაასუსტა. მათივე თქმით, მათ შორის, სასამართლო სისტემის პოლიტიზირებითა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენებით.

"ზიანი მიაყენა საქართველოს სტრატეგიულ ეკონომიკურ პერსპექტივებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერებითა და დასავლელი ინვესტორების პროექტიდან ხელოვნურად ჩამოშორებით", — აცხადებენ ოპოზიციაში.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.