დღეს საღამოს, ბალანჩივაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს, რომელიც რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეა. შსს On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია 118-ე და 236-ე მუხლებით, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უწყება დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოშია გადაყვანილი.