ავტომობილით უამრავი რამის გაკეთება არის შესაძლებელი — მგზავრების გადაყვანა, ბარგის გადატანა, ან შეღებვა და რაიმე მხიარულის მოფიქრება, მაგალითად, მანქანის კლდიდან გადაგდება. რატომაც არა? Youtube ბლოგერმა გიორგი დანელიამ Myauto-ს მობილური აპლიკაციის მეშვეობით ავტომობილი იყიდა, მანქანის სხვადასხვა ნაწილი განსხვავებულ ფერებად შეღება და მაყურებელს დაპირდა, რომ ამ უცნაური ტრანსპორტის თავგადასავალს შემდეგ ეპიზოდში უჩვენებს.

Myauto-ს მობილური აპლიკაცია ახლახანს შეიქმნა, რათა მომხმარებელს სასურველი ავტომობილის პოვნა კიდევ უფრო გაუმარტივდეს და მთელი ავტოსამყარო შენს ხელში მოაქციოს. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდისა და IOS მოწყობილობებზე ნებისმიერი მონაცემების მქონე სმარტფონისთვის. აქ სრულად გადმოვიდა ყველა ის ფუნქციონალი, რომელიც დესკტოპ ვერსიაზეა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, დაემატა ახალი, ჭკვიანი მოდულები.

ექსპერიმენტისთვის კი გიორგი დანელიამ Myauto-ს მეშვეობით ერთ დღეში 3 000 ლარად BMW-ს მარკის ავტომობილი შეიძინა. პირველ ეპიზოდში ბლოგერმა უკვე მოასწრო სხვადასხვა ფერად აეჭრელებინა ის და ერთ დღეში 100K-ზე მეტი ნახვა დააგროვა. Youtube-ზე, კომენტარების ველში მაყურებელს შეუძლია თავისი სურვილები გამოთქვას ავტომობილთან დაკავშირებით. შეუერთდი გამოკითხვას და შესთავაზე იდეები გიორგი დანელიას.

აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლია შემდეგი მისამართებიდან შეგიძლია: App Store: myauto-ios; Play store: Myauto-android.