წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები თავიანთ ამომრჩეველს სხვადასხვა სამოქმედო გეგმასა და დაპირებას სთავაზობენ, რომლებიც ცალკეულ სლოგანებად იქცევა ხოლმე და როგორც ფიზიკურ, უკვე ისე ვირტუალურ სივრცეშიც ყოველი ფეხის ნაბიჯსა თუ ვებგვერდზე დაწკაპუნებისას გვხვდება.

ამის გამო, გასაკვირი სულაც არაა, რომ მსგავსი შინაარსის პოსტერებით გაბეზრებულები ვართ, თუმცა წარმოიდგინეთ, როგორ საპირისპიროდ შეიცვლებოდა ყველაფერი, პოლიტიკური რეკლამები წიგნების მიხედვით რომ შეიქმნას.

ყოველ შემთხვევაში, ერთგული მკითხველებისთვის მაინც.

წარმოდგენა გიჭირთ? აი, სულაკაურის გამომცემლობამ ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე პოსტერი შექმნა და მათი ხილვის შემდეგ დარწმუნდებით, მსგავსი ლიტერატურული არჩევნები რომ გაიმართოს, ხმის მიცემა ნამდვილად გაგიჭირდებოდათ: მიდი და მარტივად აარჩიე მათგან საუკეთესო!

1. კარლსონი ჰაერის დაბინძურების პრობლემას გადაჭრის

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

2. ყველას თავისი სამიზნე აუდიტორია ჰყავს

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

3. "მოგვბეზრდა კორონა"

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

4. პატრიკ ბეიტმენი მუდამ მოსახლეობის კეთილდღეობის სადარაჯოზე

ფოტო: სულაკაურის გამომცელობა

5. პოპულისტური განცხადებები არც ლიტერატურულ არჩევნებს დააკლდებოდა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

6. როგორც იქნა, ნამდვილი მწვანეთა პარტია გამოჩნდა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

7. "კარუსელები, გზები, შადრევნები"

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

8. ვიღაც პანდემიასთან გამკლავების გეგმასაც გვთავაზობს

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

9. ბიბლიური სიუჟეტები აქტუალობას არ კარგავს

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

10. მეტი ინკლუზიური გარემო ნამდვილად გვჭირდება

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

11. ატიკუს ფინჩი პრეზიდენტად, ჭყიტა პრემიერად!

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

აბა, რომელმა კანდიდატმა მოიგო თქვენი გული ამ ლიტერატურულ არჩევნებზე?