კობახიძე კვლავ ოპოზიციის "დესტრუქციულ" გეგმებზე საუბრობს
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე კვლავ ოპოზიციის "დესტრუქციულ" გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამჯერად მათი "გეგმები" არჩევნების დღეს უკავშირდება და საარჩევნო გარემოსთვის "ჩრდილის მიყენებას" ემსახურება.
კობახიძის მტკიცებით, ოპოზიცია საჩივრების მაღალი სტატისტიკის შექმნის მიზნით, ერთი და იგივე საკითხზე დიდი რაოდენობით საჩივრის შეტანას გეგმავს. მისივე თქმით, "რადიკალური პარტიები" და მათი "ფეიკ-დამკვირვებლები", ასევე, გეგმავენ, რომ საარჩევნო კომისიებიდან ჭარბი ინფორმაცია გამოითხოვონ და ამით "შეაფერხონ" კომისიების საქმიანობა. გარდა ამისა, კობახიძე ამბობს, რომ საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრებაც იგეგმება და მისი განმარტებით, ამით ოპოზიცია ცდილობს, რომ სხდომების ლეგიტიმურობის საკითხის შესახებ სპეკულირებისთვის საბაბი შექმნას.
ირაკლი კობახიძე, ასევე, ამტკიცებს, რომ ოპოზიცია უბნებიდან ბიულეტენების გატანას აპირებს, რომ შემდეგ მოახდინოს "სიუჟეტების ინიცირება, თითქოს ე.წ. კარუსელის მცდელობები ამხილეს". ამასთან, იგი ამბობს, რომ უბნებზე ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსიების ჩამოხევაც იგეგმება, რათა დაფიქსირდეს მომენტი, როცა უბანზე ასეთი სია გამოკრული არ არის. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ასევე, აცხადებს, რომ უსაფუძვლო აჟიოტაჟიც იგეგმება და იგი სიებში ე.წ. მკვდარი სულების არსებობას უკავშირდება. ირაკლი კობახიძის განცხადებიდანვე ვიგებთ, რომ ოპოზიცია მარკირებაგავლილი ამომრჩევლის უბანზე ხელხალა მიყვანას, უბნებზე ინვენტარების, დოკუმენტაციის დაზიანებას და მოპარვასაც აპირბეს. იგი, ასევე, აღნიშნავს, რომ აქტივობის შემცირების მიზნით, არჩევნების დღეს ხელოვნური რიგების შექმნაც იგეგმება.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით:
- იგეგმება საუბნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრებში არმონაწილეობა ან წილისყრით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმა და პროცედურების საბოტაჟი;
- იგეგმება ცრუ ბრალდებების გავრცელება, თითქოს, ამომრჩევლების ფოტოსურათიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსიები ცესკოდან მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს მიღებული, აგრეთვე, ცრუ ბრალდებების გავრცელება იმის თაობაზე, რომ გაცემულ სიებში აღნიშნულია ამომრჩეველთა პირადი ნომრებიც;
- იგეგმება მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ ამომრჩევლისთვის სხვის, კერძოდ, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი ამომრჩევლის გრაფაში შეგნებულად ხელის მოწერინება, ხოლო ამ უკანასკნელის უბანზე გამოცხადების შემდეგ აჟიოტაჟის შექმნა, რომ სხვების მაგივრად ხდება ხმის მიცემა უცნობი პირების მიერ;
- იგეგმება ამავე რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველზე ბიულეტენის გაცემა სიაში ხელმოწერის გარეშე, აგრეთვე, ხელმოწერების გამოტოვება, ოქმის შევსების პროცედურების გაჭიანურებისა და შესაბამის მონაცემებში ბუნდოვანების შეტანის მიზნით;
- იგეგმება სხვადასხვა პროვოკაციის მოწყობა უბნებზე, სადაც აღინიშნება ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების განსაკუთრებით დაბალი დინამიკა;
- იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრებისა და წარმომადგენლების სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით;
- იგეგმება კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების განზრახ დარღვევა ამომრჩევლებს შორის შიშის გასაჩენად;
- უბნებზე, სადაც ოპოზიცია განსაკუთრებით დიდი უპირატესობით აგებს არჩევნებს, იგეგმება ცრუ ინფორმაციის გავრცელება კომისიის წევრის, დამკვირვებლის ან წარმომადგენლის ინფიცირების შესახებ;
- საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელმოწერილი მემორანდუმის დარღვევით, იგეგმება საარჩევნო უბნების გარშემო ე.წ. პერიმეტრის წესის დარღვევა, აქტივისტების გარკვეული კონცენტრაცია და ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.
კობახიძის განცხადებითვე, მათ, ასევე, აქვთ ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ვაშალომიძე გეგმავს გაავრცელოს ინფორმაცია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა. ირაკლი კობახიძის აზრით, ამგვარი იდეები მხოლოდ "ვაშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს".
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები