მთავარი არხის ჟურნალისტის, ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებით, უცნობმა პირებმა არხის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს. შემთხვევა ქუთაისში, სპორტის სასახლესთან დღეს, 29 ოქტომბერს მოხდა.

"ჩემი ოპერატორის თვალწინ მოხდა ტექნიკის გატაცება. რეზი ბურჯანაძე მძარცველს დაედევნა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ მას თანამზრახველი ჰყავდა. მათ მიმალვა შეძლეს", — ამბობს ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. მათივე თქმით, გატაცებული ტექნიკა უკვე იპოვეს.