ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სექსისტური ტერმინით მოიხსენია და "ქალაჩუნა" უწოდა.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მთავარი არხის კითხვის საპასუხოდ მან თქვა, რომ თუ გლდანში, სამგორსა და თელავში ქართული ოცნების კანდიდატები ვერ მოიგებენ არჩევნებს, ის პოლიტიკიდან წავა, ხოლო თუ მოიგებენ, ნიკა გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან.

"თუ ერთი მათგანი მაინც წააგებს არჩევნებს, მე წავალ პოლიტიკიდან. საპირისპირო შემთხვევაში წავიდეს გვარამია მედიიდან და პოლიტიკიდან. ის, ბუნებრივია, ამაზე ვერ წამოვა, გამომდინარე იქედან, რომ არის მხდალი ადამიანი და ვერ აღიარებს საკუთარ წაგებას. მოდით, გადაეცით ეს თქვენს ქალაჩუნა დირექტორს", — განაცხადა კობახიძემ.