Wizz Air ვარაუდობს, რომ გაზაფხულიდან კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას — თურნავა
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ავიაკომპანია Wizz Air, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან საქართველოში ბაზას აღადგენს.
"საავიაციო კომპანიები საქართველოში ფრენის პერსპექტივებს ოპტიმისტურად აფასებენ, ასევე, ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ეს უკვე აძლევს საშუალებას მათ, მაგალითად, ვიზეარს, რომ ეტაპობრივად აღადგინოს ბაზა", — განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, აღნიშნულ ავიაკომპანიას მხოლოდ საქართველოში არ შეუმცირებია ბაზები, პანდემიის გამო, სხვა ბევრ ქვეყანაში მოუწია ფრენებზე უარის თქმამ.
კორონავირუსული პანდეემიის გამო, 18 მარტს Wizz Air-მა საქართველოში ყველა მიმართულებით ფრენები შეაჩერა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ დაბალბიუჯეტურმა უნგრულმა კომპანიამ, Wizz Air-მა ოპერაციები და ფრენები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში შეამცირა. მისი თქმით, უნგრეთის მთავრობა ყოველთვის ხელს უწყობდა კომპანიის ოპერირებას საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ Wizz Air მალე იპოვიდა თავის ადგილს მსოფლიოში.
"ამ პანდემიის პირობებში ძალიან შემცირდა Wizz Air-ის ფრენები, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე ან უნგრეთზე გავრცელებული სპეციფიკა. Wizz Air-მა არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში შეამცირა ოპერაციები და ფრენები.
უნგრეთის მთავრობა ყოველთვის პოზიტიურად უდგებოდა Wizz Air-ის ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე და ხელს უწყობდა მის მუშაობას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, უბრალოდ, დროის საკითხია და აუცილებლად Wizz Air იპოვის თავის ადგილს მსოფლიოში", — განაცხადა სიიარტომ. (მთავრობის თარგმანი)
კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ფრენის უფლება მხოლოდ საქართველოს ავიახაზებს ჰქონდა, რომელიც სპეცრეისებს ასრულებდა.
ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რა მიმართულებით დაიწყებს ფრენების ეტაპობრივ აღდგენას.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები