პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეებს, რომელთაც არ სჭირდებათ მთავრობისგან შემდეგი 4 თვის განმავლობაში კომუნალურ გადასახადებზე დახმარება, შეუძლიათ, უარი თქვან.

"მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღა მოიცავს როგორც ბიზნესის, ასევე, სოციალურ მხარდაჭერას. ეს ნიშნავს კომუნალურების გადახდას, რომელიც 1 ნოემბრიდან იწყება და იქნება 4 თვის განმავლობაში", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ეს შეღავათი შეეხება იმ ოჯახებს, რომელთაც ექნებათ მოხმარებული 200 კილოვატამდე ენერგია და 200 კუბურ მეტრამდე გაზი. ასევე, წყალი და დასუფთავება.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მოქალაქეს უარის თქმა საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუძლია, თუმცა, არ აუხსნია, მსურველებმა რა ფორმით და ვის უნდა მიმართონ.