კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გერმანია ერთი თვით მკაცრი იზოლაციის შემოღებას აპირებს. ახალი შეზღუდვა მოიცავს რესტორნების, სავარჯიშო დარბაზებისა და თეატრების დახურვას.

2 ნოემბრიდან ორი ოჯახიდან მაქსიმუმ 10 ადამიანი შეკრება იქნება დასაშვები. ამასთან, დაიკეტება აუზები და კინოთეატრები, ხოლო კონცერტები გაუქმდება. სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მოსახლეობას კი სთხოვენ, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ იმოგზაურონ. ამასთან, სასტუმროებში დარჩენა საქმიანი ვიზიტის ფარგლებში იქნება დასაშვები.

მიუხედავად ახალი შეზღუდვებისა, სკოლები და ბაღები კვლავ გახსნილი იქნება, როგორც მაღაზიები.

როგორც Reuters წერს, "ლოქდაუნით" გამოწვეული ზარალის გამო გერმანიაში კომპანიები ჯამში 10 მილიარდი ევროს დახმარებას მიიღებენ. ამასთან, მცირე კომპანიები, რომელთაც საშტატო განაკვეთი 50-ს არ აღემატება, ნოემბერში ერთი წლის ხელფასის 75 პროცენტს მიიღებენ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაშ კორონავირუსის 15 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 85 ადამიანი გარდაიცვალა.