რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმებს კორონავირუსის თემებზე საუბარს უზღუდავს. სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებისთვის დაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ექიმებმა და კლინიკების ხელმძღვანელებმა კორონავირუსის თაობაზე განცხადებები ჯანდაცვის სამინისტროსთან უნდა შეათანხმონ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციული ნაკადის გამო და მოსახლეობის უკეთესი ინფორმირებისთვის მიიღეს.

ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთში ყოველდღიურად კორონავირუსის 16 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ხოლო 28 ოქტომბრის მონაცემებით, ერთ დღეში 340-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.