ფეისბუქმა სწორედ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული გვერდები წაშალა — კაპანაძე მდინარაძეს
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ გამოავლინეს ოპოზიციასთან დაკავშირებული 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში.
კაპანაძის თქმით, მდინარაძის ბრალდებაზე ყველაზე კარგი პასუხი ჰქონდა თვითონ ფეისბუქს, რომელმაც რამდენჯერმე დაბლოკა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ათასობით გვერდი, როგორც პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის მატარებელი.
"მდინარაძის ბრალდებაზე ყველაზე კარგი პასუხი ჰქონდა თვითონ ფეისბუქს, რომელმაც რამდენჯერმე დაბლოკა რამდენიმე ასეული ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო ქართულ ოცნებასთან, რომელიც ეწეოდა რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას. მათ შორის იყო ცნობილი გვერდები, რომელთაც ასეული ათასი მოწონება ჰქონდათ და რომელბიც აქტიურად ავრცელებდნენ სამთავრობო პროპაგანდას. ისინი უბრალოდ გააქრო ფეისბუქმა.
ეხლა რომ ისინი აბრალებენ ოპოზიციურ პარტიებს რაღაცას, ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ მან ერთად მოგვიხსენია ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ევროპულ საქართველოს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ მოიხსენიებს ამ კონტექსტში, არანაირი ყალბი ანგარიში, ან ასეთი ტიპის საინფორმაციო პოლიტიკა, უბრალოდ არ აქვს და ამაშიც ჩანს როგორი მატყუარები არიან.
მესმის, რომ მათი ამოცანაა, ყველა ოპოზიციური პარტია გაასაღოს ნაციონალურ მოძრაობად, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის. ამიტომ, ეს მათი ნარატივი, პროპაგანდა, რომ ყველა ნაცია, უბრალოდ ჩვეულებრივი ტყუილია და არც ერთი ფაქტი, რომელიც მათ მოიყვანეს ევროპულ საქართველოსთან მიმართებაში, არც ერთი კონკრეტული არგუმენტი და ფაქტი არ დასტურდება", — განაცხადა კაპანაძემ.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები