ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ნაცკლასტერს" შეუძლიათ ერთმანეთს ედებატონ. აღნიშნულით მდინარაძემ გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

"იყო შემოთავაზება კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან, რომ ჩატარდეს დებატები, სადაც იქნება 10 პარტია წარმოდგენილი. მაგალითად, მე თუ მივიდოდი დებატებში 9/10 უნდა ელაპარაკა ნაციონალურ მოძრაობას და მის კლასტერს და მე, ხელისუფლების წარმომადგენელს უნდა მელაპარაკა 1/10. ამ ფორმატზე არასდროს დავთანხმდები და შეუძლებელია, რომ 10 წუთის განმავლობაში 9 წუთი უსმინო ამ მავნებლობას და შემდეგ 1 წუთი გასცე პასუხი. ამიტომ მსგავს ფორმატებში ვერ მივიღბთ მონაწილეობას და მათ შეუძლიათ დადგნენ 3%-იანი, 4%-იანი, 2%-იანი, ბევრი პარტია შეიკრიბა ახლა "ნაცკლასტერში", ერთმანეთს ედებატონ მათ განსხვავებებზე, რასაც ასევე, არ აკეთებენ", — განაცხადა მდინარაძემ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოერიამ დღეს განაცხადა, რომ 2 ნოემბრიდან მთავრობა ქვეყანაში სრული ჩაკეტვის, ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადებას გეგმავს. დეპუტატმა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მოუწოდება, მიიღონ დებატებში მონაწილეობა და გამართონ სერიოზული დისკუსია ამ თემაზე.